გაკვეთილის
გეგმის ფორმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი
ნომერი: სერმან მურჯიკნელი
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი,
VI
მოსწავლეთა რაოდენობა: 20
მოსწავლე (სსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის თემა: სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრება
გაკვეთილის
მიზანი: V.2.მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფით
\რაციონალურ რიცხვებზე
არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე
იყენებს წილადის
ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებისას.
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზაციის ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო(წთ)
|
1.
|
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარების შემდეგ,
მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს სახალისო
ვიდეოს, რათა გაახსენოს წილადის რაობა.
შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:
● ჩამოვაყალიბოთ წილადის ძირითადი თვისება;
● როგორ შევკრიბოთ ტოლმნიშვნელიანი წილადები და რას ნიშნავს
გავაერთმნიშვნელიანოთ წილადები?
|
ინტერაქციული
მეთოდი
|
მთელი კლასი
|
დაფა,
ცარცი, ქსელში ჩართული კომპიუტერი, პროექტორი
|
5
წთ
|
2.
|
ახალი მასალის გაცნობის მიზნით, მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს
ორ ამოცანას- პირველი, ტოლმნიშვნელიანი
წილადების შეკრება, ხოლო მეორე კი სხვადა-სხვამნიშვნელიანი წილადების შეკრება. გამოიძახებს
მოსწავლეებს ამ ამოცანების ამოსახსნელად. პირველ ამოცანას რა თქმა უნდა ამოხსნიან
მოსწავლეები, მეორე ამოცანის ამოხსნისას
კი ისინი წააწყდებიან პრობლემას.
ამოცანა 1: დედამ
ვაშლის 1/4
ხატიას მისცა, ხოლო 2/4 ბექას. ვაშლის რა ნაწილი მისცა დედამ ორივეს?
ამოცანა 2: : დედამ ფორთოხლის1/4
ხატიას მისცა, ხოლო 1/3 ბექას. ფორთოხლის რა ნაწილი მისცა დედამ ორივეს?
|
პრაქტიკული მუშაობა
|
მთელი
კლასი
|
დაფა, ცარცი,
|
8
წთ
|
3.
|
მოხდება მოსწავლეთა დაყოფა 4
წევრიან ჯგუფებად და ინსტრუქციის მიცემა ჯგუფური მუშაობისთვის.
დავალება ჯგუფებში
მუშაობისთვის:
გამოიყენეთ წილადის ძირითადი თვისება ( როგორც ამას ვაკეთებთ
სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შედარებისას) და შეკრიბეთ
სხვადასხვამნიშვნელიანი წილადები:
ა) ¾+1/12 ბ) ¼+3/5 გ) 1/8+3/6
1) გაიაზრეთ როგორ შეკრიბთ სხვადასხვამნიშვნელიანი წილადები და
ჩამოაყალიბეთ სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრების წესი.
|
პრაქტიკული
მუშაობა
|
ჯგუფური
მუშაობა
|
დაფა,
ცარცი, თაბახის ფურცლები
|
8
წთ
|
4.
|
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ნამუშევრებს დაფასთან და კითხვა-პასუხის საშუალებით
იმსჯელებენ როგორ უნდა შეკრიბონ სხვადასხვამნიშვნელიანი წილადები. აქტივობის დამთავრების
შემდეგ (მოხდება ჯგუფური მუშაობის შეფასება განმავითარებელი შეფასებით, აქვე მოხდება ურთიერთშეფასება ჯგუფებს
შორის).
|
ზეპირი
მსჯელობა, პრაქტიკული მუშაობა
|
ჯგუფური
მუშაობა
|
სახელმძღვანელო
|
8
წთ
|
5
|
მოსწავლეებს დაურიგდებათ სამუშაო ბარათებზე 4 ვარიანტად.
გასასვლელი ბარათის ნიმუში
1)
შეკრიბეთ წილადები: ა) ½+3/8
2)
ამოცანა: მეტალის მილი გაჭრეს ორ
ნაწილად რომელთა სიგრძეებია 1/3 მ და 1/8 მ. რა სიგრძის იყო მილი გაჭრამდე?
სამუშაოს დასრულების შემდეგ ერთმანეთის გვერდზე მჯდომი მოსწავლეები
უცვლიან ერთმანეთს ბარათებს და აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს. შემოწმების
შემდეგ ქვეშ უნდა მიაწერონ თუ ვინ შეამოწმა ესა თუ ის ბარათი .
შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ
ბარათები ჩამაბარონ, რათა გაკვეთილის შემდეგ შევამოწო მათი ნამუშევრები და შედეგები გამოვიყენო შეფასებისთვის.
მიღებული შეფასებები კომენტარებით მოსწავლეებს მიეწოდებათ მეორე დღეს. (შეფასება მოხდება, როგორც განმსაზღვრელი
ასევე განმავითარებელი შეფასებით)
|
პრაქტიკული
სამუშაო
|
ინდივიდუალური
|
გაცვლის
ბარათები
|
8
წთ
|
6
|
ნასწავლი მასალის განმტკიცებაის მიზნით, პრეზენტაციას თემაზე -სხვამნიშვნელიანი
წილადების შეკრება
საშინაო დავალების მიცემა
|
ტესტირება
|
ინდივიდუალური
|
ქსელში
ჩართული კომპიუტერები
|
8
წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
·
მოსწავლე შეძლებს წილადის
ძირი-თადი თვისების გამოყენებით სხვა-დასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრებას და შეკრების წესის
ჩამოყა-ლიბებას.
·
მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა-მნიშვნელიანი
წილადების შეკრე-ბის გამოყენებას პრაქტიკული
ამო-ცანების ამოხსნისას.
·
მოსწავლეს განუვითარდება მსჯე-ლობის უნარი.
დანართი
1
შეფასების სქემა დაკვირვებისთვის
კრიტერიუმები
|
1-4
|
5-7
|
8-10
|
გაკვეთილს
მსვლელობაში მონაწილეობა
|
არ
მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, ან მონაწილობს და ვერ ახერხებს საკუთარი აზრების
გასაგებად ჩამოყალიბებას.
|
ჩართულია
საგაკვე
ლო
პროცესში,
აქტიურად
გამოთქ-ვამს მოსაზრებებს, მაგრამ ყოველთვის
ვერ
ასაბუთებს მათ.
კარგად
ვერ ფლობს მათემატიკურ ენას.
|
აქტიურადაა
ჩართუ
ლი
საგაკვეთილო
პროცესში.
აზრებს გა მოთქვამს მკაფიოდ,
გასაგებად
და უმეტეს შემთხვევაში დასა-
ბუთებულად,
პატივს სცემს სხვის აზრს. ფლობს ტერმინოლო
გიას.
|
ჯგუფში
მუშაობა
|
ვერ
ან არ მუშაობს ჯგუფის წევრებ-თან ერთად, ცუდად თანამშრომლობს
მათთან. უჭირს მათი აზრის გაზიარება.
|
უმეტეს
წილად თა ნამშრომლობს ჯგუ-ფის წევრებთან
და ახერხებს მათთვის საკუთარი შეხედულე-ბების ახსნას და დასაბუთებას.ეხმარება, მაგრამ
ხანდახან ვერ იცავს ტაქტს.
|
ყოველთვის
მზადაა თანამშრომლობისთვის
და
აზრთა გაცვლა გა- მოცვლისთვის, საჭირო ებისას ტაქტიანად ეხმა რება ჯგუფის წევრებს.
|
ცოდნა
უნარები
|
უმეტეს
შემთხვევაში უჭირს მასალის ღრმა წვდომა, მიღებული ცოდ-ნის გამოყენება,
დავალებებს
ვერ
ასრულებს ბოლომდე.
|
უმეტეს
წილად წვდება თემის არსს,
მაგრამ
ზოგჯერ ვერ
განაზოგადებს მას. .ხანდახან ვერ იყენებს პრაქტიკაში,
ასევე ხანდახან ვერ ახერხებს საბოლოო შედეგამდე მისვლას.
|
ყოველთვის
გააზრებუ ლი აქვს თემის აზრი .
წარმატებით
ახდენს
მის
ტრანსფორმაციას
სხვადასხვა
შემთხვევე ბისთვის და ყოველთ ვის მიდის სასურველ
შედეგამდე.
|
დანართი
2
შეფასების სქემა გასასვლელი ბარათებისთვის
კრიტერიუმი
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
ასრულებს
სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შეკრებას
|
ვერ
პოულობს შესაკრებებისთვის საერთო მნიშვნელს
|
მოძებნის
შესაკრებებისთვ-ის საერთო მნიშვნელს მაგრამ არასწორად პოულობს დამატებით მამრავლებს
მრიცხველებისთვის
|
მოძებნის
საერთო მნიშვნელს შესაკრებებისთვ-ის,პოულობს დამატებით მამრავლებს სწორად, მაგრამ
მიღებულ მრიცხველებს კრებს არასწორად
|
სხვადასხვა
მნიშვნელიანი
წილადე-ბის შეკრე-ბას ასრუ-ლებს ზედ-მიწევნით სწორად.
|
იყენებს
სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრებას ამოცანის ამოხსნისას
|
განასხვავებს
ამოცანაში ცნობილ და საძიებელ სიდიდეებს, მაგრამ ვერ ადგენს გამოსახულებას
|
განასხვავებს
ამოცანაში ცნობილ და საძიებელ სიდიდეებს, ად-გენს გამოსახუ-ლებას მაგრამ ვერ კრებს
წილადებს
|
განასხვავებს
ამოცანაში ცნობილ და საძიებელ სიდიდეებს, ად-გენს გამოსახუ-ლებას, კრებს წილადებს ,მაგრამ
უშვებს
მცირე
შეცდომებს(მრიცხველებს
კრებს შეცდომით
|
ამოცანას
ხსნის ზედმიწევნ-ით სწორად
|
დანართი
3
შეფასების სქემა პრეზენტაციისთვის
კრიტერიუმი
|
1
|
2
|
3
|
4
|
პრაქტიკული
მაგალითების ამოხსნის საფუძველზე სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების სეკრების წესის
მიგნება
|
ვერ
კრებს სხვადასხვამნიშვნელიან წილადებს და ვერ მსჯელობს შეკრების წესის შესახებ
|
კრებს სხვადასხვამნიშვნელიან წილადებს, მაგრამ
ვერ მსჯელობს შეკრების წესის შესახებ
|
კრებს
სხვადასხვამნიშვნელიან წილადებს, მაგრამ შეკრების წესის შესახებ მსჯელობს მცირე უზუსტობით.
|
კრებს
სხვადასხვამნიშვნელიან წილადებს და შეკრე-ბის წესს აყალიბებს ზედმიწევნ-ით სწორად.
|
დანართი
4
ჯგუფურ
მუშაობაზე დაკვირვების ცხრილი
ჯგუფის
N
|
ქცევის
წესები
|
ურთიერთთანა-მშრომლობა
|
დროის
ლიმიტის
დაცვა
|
პრობლემის
გადაწყვეტის სისწორე
|
მსჯელობის
უნარი
|
რიგითი
N
|
გვარი, სახელი
|
იცავს ქცევის წესებს
|
ჩართულია საგაკვბეთილო
პროცესში,
|
თანამშრომლობს ჯგუფში
|
მსჯელობს მკაფიოდ და სწორად
|
1
|
|||||
2
|
|||||
3
|
|||||
4
|
|||||
5
|
დანართი 6
1) შეკრიბეთ წილადები: ა) 1/6+3/10
2) ამოცანა: სანდრომ ხელფასის 1/15 ნაწილით ტელევიზორი იყიდა, ხოლო 2/3-ით
კომპიუტერი. ხელფასის რანაწილი გადაიხადა სანდრომ სულ ტექნიკაში ?
1) შეკრიბეთ წილადები: a)1/6+4/9
2) ამოცანა: მეტალის მილი გაჭრეს ორ ნაწილად რომელთა სიგრძეებია 1/3მ და 1/5მ. რა სიგრძის იყო მილი გაჭრამდე?
1) შეკრიბეთ წილადები: ა)5/6+3/4
2) ამოცანა: ერთმა კომბაინმა ყანის
3/7, ხოლო მეორე კომბაინმა 1/14 ნაწილი მომკა. ყანის რა
ნაწილი მომკა ორივე კომბაინმა?
1) შეკრიბეთ წილადები: ა) 3/8+5/6
2) ამოცანა: მაღაზიაში
პირველდღეს კარტოფილის 3/5, ხოლო მეორე დღეს 1/10 ნაწილი გაიყიდა. კარტოფილის რა ნაწილი გაიყიდა
ორივე დღეს?
No comments:
Post a Comment